ზუსტად 2 წლის წინ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ მატჩში, შვეიცარიის ნაკრების მცველი, ფაბიან შერი ჯემალ ტაბიძესთან შეჯახების შედეგად, უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
აღნიშნული შემთხვევა შეხვედრის 23-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლისას მოხდა. საბოლოოდ, "ნიუკასლის" უკანახაზელი ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გადაარჩინა, რომელმაც შერს პირველადი დახმარება გაუწია, რის შემდეგაც შვეიცარიელი მალევე ფეხზე წამოდგა.
აღსანიშნავია, რომ ენის გადაყლაპვისა (რაც ხელს სუნთქვას უშლის) და სიკვდილთან თვალებში ჩახედვის მიუხედავად, 4-წუთიანი მკურნალობის შემდეგ, ფაბიანმა თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა, სოციალურ ქსელში, მატჩის მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგაც, მისთვის მოედანზე დაბრუნების უფლების მიცემა კრიტიკულად შეაფასეს.
შეჯახსების შემდეგ ტაბიძეც გაზონზე აღმოჩნდა და მაისურიც სისხლიანი ჰქონდა, თუმცა ისიც მალევე მომჯობინდა - ჯემალმა მინდორზე 60 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ადგილი საბა კვირკველიას დაუთმო.
"დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრა ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა, სტივენ ცუბერისა და დენის ზაკარიას გოლებით, ანგარიშით, 2-0 მოიგო.
დღე, როდესაც ჯანო ანანიძემ ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა
26-03-2021, 10:22
გაზიარება
მოინახულეს 354-ჯერ
კომენტარები

08-05-2022 10:41
153
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 140
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად

06-05-2022 18:05
589
მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
ვრცლად

05-05-2022 15:49
1 028
4 სიტვა, რომელიც ანჩელოტიმ პერესს თამაშის შემდეგ უთხრა
ვრცლად