ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ 2 დეკემბერს ქორწინების 13 წლის იუბილე აღნიშნეს. ანუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და მეგობრებისა და გამომწერებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
როგორც ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მან მომავალი მეუღლე იტალიაში ყოფნის დროს გაიცნო: „მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.
წყვილმა 13 წლის წინ მხოლოდ ხელი მოაწერა და მოკრძალებული ცერემონია მოაწყო, 2020 წლის ივნისში კი მათ შვილები კახეთში, გრემის მონასტერში მონათლეს და ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" უმასპინძლა.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვთ. კახა თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, ხოლო ანუკი საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს. მათ ოთხი ვაჟი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.
"მე ვიყავი 18 წლის., კახა ჩემზე 11 წლით დიდია, სხვა გოგოები გულდაწყვეტილები იყვნენ რომ" - როგორ გაიცნო მილანში კახი კალაძემ ანუკი არეშოძე
3-12-2021, 15:28
---
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად