დღის ახალი ამბები

თორნიკე შენგელიას მეუღლის ემოციური კომენტარი

თორნიკე შენგელიას მეუღლის ემოციური კომენტარი



როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია , ამაში ლომის წვრილი კი ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას ეკუთვნის.


ჩემპიონატის დაწყების წინ შენგელიას ექიმებმა პირველ სამ შეხვედრაში თამაში აუკრძალეს, მიუხედავად ამისა მან მაინც ითამაშა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თორნიკე შენგელიას მეუღლემ სალომე ჯუღელმაც გააკეთა.


"ექიმებმა მკაფიოდ თქვეს „არა“ — მინიმუმ პირველ სამ თამაშში მონაწილეობა არ შეიძლებოდა. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კითხვა ოპერაციიდან ეგრევე: „თუ ვითამაშებ რა იქნება?“

"იმ წამს გული გამიჩერდა. დარწმუნებული ვიყავი რომ მანდ უკვე გადაწყვეტილი გქონდა თამაში, ვერაფერი გითხარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი — შენს აზრს ვერაფერი შეგაცვლევინებდა."


შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 1/4 ფინალში ფინეთს 10 სექტემბერს 18:00 საათზე დაუპირისპირდება.






  • გაზიარება
    მოინახულეს 556-ჯერ
    რეკლამა