UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო. დღეს, 12 მარტს მან რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.გამარჯვების შემდეგ მისი სიტყვების ემოციური იყო"
"ძალიან ამაყი ვარ. მადლობა თითოეულ ქართველს, რომლებიც ლას ვეგასში ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ, მადლობა ყველას, ვინც ეკრანიდან ადევნებდა თვალს ჩემს ბრძოლას. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ვართ ძალიან ძლიერები.
უბედნიერესი ვარ, რომ აქ ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.
არაერთხელ ვთქვი, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის პირადი დაპირისპირება იყო და ძალიან ვეცადე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, ამაში ჩემი გუნდი მეხმარებოდა.
პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნულიიი?!
ჩემი საბრძოლო სტილი ყველას ანგრევს, მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან, ნამდვილ ჩემპიონთან მაქვს ხოლმე რთული რაუნდები. სხვა შემთხვევაში კი ყველამ იცის. ნებისმიერს მივმართავ: ვისაც უნდა, იმას ვეჩხუბები.
ალჯო მეუბნებოდა, ქამარზე ჩხუბი მოითხოვეო. ეს ბიჭი ჩემი ძმაა, როცა საკუთარ მოსაგებ ბრძოლებს მოიგებს, ქვემსუბუქ წონაში აინაცვლებს და მე ტიტულზე ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა, მე ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ.
მინდა ვთქვა, მე ომის წინააღმდეგი ვარ! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. შეაჩერეთ ომი, ის უნდა დასრულდეს! და საქართველო, მიყვარხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა!" - თქვა მერაბმა.
წყარო:
ambebi.ge
"პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნული?!" - მერაბ დვალიშვილის ემოციები: რა თქვა მან რუს მებრძოლზე გამარჯვების შემდეგ
12-03-2023, 09:30
გაზიარება
მოინახულეს 1 009-ჯერ
კომენტარები

15-03-2023 11:45
272
ხვიჩა კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ეპანელმა ხვიჩას გაუგზავნა? (ვიდეო)
ვრცლად

12-03-2023 09:30
1 008
"პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნული?!" - მერაბ დვალიშვილის ემოციები: რა თქვა მან რუს მებრძოლზე გამარჯვების შემდეგ
ვრცლად

07-03-2023 11:31
332
"მე აუცილებლად გამოგიგზავნი ჩემს 14-ნომრიან მაისურს ხელმოწერით!” - გუტი ხვიჩა კვარაცხელიას
ვრცლად

07-03-2023 07:59
653
"კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, შოთა არველაძეს - ქართველი ხალხის გული"
ვრცლად