დღის ახალი ამბები

“გახარებული ვარ ამ შედეგით” – იაკობ სვანაძემ 12 წლამდე ასაკის ჩოგბურთელებს შორის პირველი ადგილი დაიკავა

“გახარებული ვარ ამ შედეგით” – იაკობ სვანაძემ 12 წლამდე ასაკის ჩოგბურთელებს შორის პირველი ადგილი დაიკავა
6-06-2024, 12:40

ჩოგბურთის ფედერაციამ, საქართველოს ღია პირველობის ფინალური შეხვედრები 12 წლამდე ასაკის ჩოგბურთელებს შორის ჩაატარა.

ვაჟთა შორის ჩემპიონი იაკობ სვანაძე გახდა, გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული კი  ნანა შევარდნაძემ მიიღო.

“ძალიან გახარებული ვარ ამ შედეგით. არ დაგიმალავთ და ველოდი გამარჯვებას, რადგან მიზანიც ეს იყო.  მიხარია, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. წინ კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდება”,- გვითხრა  იაკობ სვანაძემ.

12 წლამდე ნაკრები ივლისში  თურქეთში ტურნირზე – “European Summer Cup” მიემგზავრება, რომელსაც ევროპაში ყველაზე ძველი ისტორია აქვს და ევროპის საუკეთესო ჩოგბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებებს შორის გამოავლენს საუკეთესოს.

წყარო: infoimereti.ge




გაზიარება
მოინახულეს 385-ჯერ
კომენტარები
რეკლამა