"ნაპოლის" რიგებში ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. "ნაპოლიმ" შინ "ბოლონია" მიიღო და ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩას ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად თეთრი სამაჯური ეკეთა. სამაჯურზე უსასრულობის ნიშანი იყო და მარიტა ეწერა.
მატჩის შემდეგ "კვარამ" ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო."
დაძაბული მატჩის მოგებაში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
დაძაბული მატჩის მოგებაში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. "ნაპოლის" ფეხბურთელებიდან გოლები ჟეზუსმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს. ლოზანოს გოლში უდიდესი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა, რადგანაც ის სწორედ ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა.
ხოლო "ნაპოლის" მესამე გოლი "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. მისი საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუტანა. "კვარა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
წყარო: ambebi.ge
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს
17-10-2022, 07:00
გაზიარება
მოინახულეს 2 520-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად