დღის ახალი ამბები

"ხვიჩა ამის გამო ძალიან გაბრაზებულია" - რას წერს იტალიური გამოცემა

"ხვიჩა ამის გამო ძალიან გაბრაზებულია" - რას წერს იტალიური გამოცემა
6-08-2023, 08:57

ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების გამო უკმაყოფილოა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართველი შემტევი ლონდონის "არსენალს" და "ნიუკასლს" დაუკავშირეს. წყაროს ცნობით, ხვიჩა ამან ძალიან გააბრაზა, რადგან "ნაპოლის" დატოვებას ამ ზაფხულს არ აპირებს.

შეგახსენებთ, "კვარამ" გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

წყარო : sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 6 464-ჯერ
კომენტარები
რეკლამა