"ნაპოლიმ" 2023/2024 წლების სეზონი მძიმედ დაიწყო. მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტს სრული ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.
"ბოლონიასა" და "ნაპოლის" (0:0) მატჩის შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისმა და რუდი გარსიამ ერთმანეთთან აზრები გაცვალეს. 72 წლის კინოპროდიუსერმა ფრანგს პირდაპირ განუცხადა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ასევე იზიარებს მის სამწვრთნელო მეთოდებსაც, მიზნად კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა დაუსახა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას ხვალ, 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: sportall.ge
რა უთხრა დე ლაურენტისმა გარსიას "ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ ?
27-09-2023, 15:11
გაზიარება
მოინახულეს 410-ჯერ
კომენტარები

06-12-2023 13:13
233
აჩი არველაძე და მაწონზე გაშვებული პაოლო მალდინი - ასე თამაშობდა ფეხბურთს ლეგენდარული ქართველი (ვიდეო)
ვრცლად

05-12-2023 16:33
259
„მილანის“ თავდამსხმელი ლეაუ, იტალიაში დაჯილდოების ცერემონიაზე ქვედაკაბით გამოცხადდა
ვრცლად

05-12-2023 13:00
255
როგორ შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლუჩიანო სპალეტი ერთმანეთს? - კადრები იტალიურ მედიას იპყრობს
ვრცლად

04-12-2023 14:52
165
რა უპასუხა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა თუ რატომ ცხოვრობდა კვლავ დედასთან ?
ვრცლად