დღის ახალი ამბები

"ბაიერნში" თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილმა "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

"ბაიერნში" თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილმა "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
7-07-2024, 23:04



, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. "ჯვაროსნების" რიგებში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.

შეხვედრის შემდეგ "მამარდამ" Sky Deutschland-თან "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, "რეკორდმაისტერში" ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პირველ ნომრად ითამაშებს.

"ბაიერნს" მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და იქ გადასვლას ამ მომენტისთვის არ განვიხილავ. "რეკორდმაისტერში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პირველი მეკარე ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალედატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

წყარო: sportall.ge






გაზიარება
მოინახულეს 619-ჯერ
კომენტარები
რეკლამა