ალბანეთის ნაკრების შემტევმა, ნედიმ ბაირამიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
ის გამოეხმაურა ალბანეთის ნაკრების მარცხს ჩეხეთთან და პირობა დადო, რომ აღნიშნულ მატჩში გაშვებულ შესაძლებლობებს საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში გამოიყენებენ.
"ვიცოდით, რომ ჩეხეთი თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევდა. მოწინააღმდეგე ხშირად უხეშობდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხისტი იყო. თამაშის სადავეებს მე-15 წუთიდან ვფლობდით, თუმცა სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. რაც შეეხება უკრაინა - საქართველოს მატჩის შედეგს, ამან იმედი მოგვცა, რომ დასრულებული არაფერია. ვიმედოვნებთ, რომ „ჯვაროსნებს“ იმ გოლებს გავუტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ“, - აცხადებს ფეხბურთელი.
ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა უკრაინის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, ხოლო ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობსი სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: lagazzetta.ge
"რაც ჩეხეთთან ვერ გავიტანეთ, საქართველოსთან გავიტანთ“ - ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი
12-10-2024, 13:48
კომენტარები
21-10-2024 09:26
266
"მას ფეხები არ უკანკალებს" - იტალიური მედია საბა გოგლიჩიძეს აქებს!
ვრცლად
20-10-2024 17:11
151
„უსაყვარლესი დათი“ – ზურიკო დავითაშვილის მეუღლე შვილის, ეროვნული ნაკრების ფორმაში გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
ვრცლად
19-10-2024 10:04
639
„ერთად თამაშობდნენ. ამ ბიჭის გარდაცვალება გიორგისთვის უდიდესი ტკივილი იყო…“ - უმძიმესი პერიოდი გიორგი გოჩოლეიშვილის ცხოვრებაში
ვრცლად
18-10-2024 22:58
2 181
კვარა შეიძლება ძირითადში აღარ იყოს ? - რას აცხადებს ანტონიო კონტე
ვრცლად