დღის ახალი ამბები

ითამაშებს თუ არა კიტეიშვილი დღევანდელ შეხვედრაში ?

ითამაშებს თუ არა კიტეიშვილი დღევანდელ შეხვედრაში ?
14-10-2024, 08:54

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მეოთხე ტურში ალბანეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

საინტერესოა ითამაშებს თუ არა კიტეიშვილი დღევანდელ მატჩში  , ამის შესახებ კომენტარი ვილი სანიოლმა და თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

"კიტეიშვილი ალბანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ სრულად მზად არის" - აცხადებს სანიოლი.

"ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით საშიში არაფერი არ არის. მოვახერხებ აღდგენას და მზად ვიქნები ალბანეთთან სათამაშოდ" - განაცხადა კიტემ.




გაზიარება
მოინახულეს 238-ჯერ
კომენტარები
რეკლამა