დღის ახალი ამბები

ალვარო არბელოას მოულოდნელი გადაწყვეტილება! - ესპანელმა ერთ-ერთ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა მოსთხოვა

ალვარო არბელოას მოულოდნელი გადაწყვეტილება! - ესპანელმა ერთ-ერთ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა მოსთხოვა



მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ თავისი გუნდის მარჯვენა მცველს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კლუბის დატოვება ურჩია. ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი საკუთარი კარიერის სასიკეთოდ უნდა გადადგას. ამ ინფორმაციას გამოცემა El Nacional-ი აქვეყნებს.


როგორც იტყობინებიან, მოლაპარაკებების დროს არბელოამ გააფრთხილა ტრენტი, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში არ აპირებს მასზე აქცენტის გაკეთებას. მთავარმა მწვრთნელმა ცხადად მიანიშნა, რომ ალექსანდერ-არნოლდი არ ითამაშებს რეგულარულად, როცა ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდება.


ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მან ყველა ტურნირზე მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში.


წყარო: 1tv.ge-sport




  • ალვარო არბელოა, არბელოა, arbeloa, ალექსანდრე არნოლდი, ტრენდ-არნოლდო, რეალი, მადრიდის რეალი, reali
    გაზიარება
    მოინახულეს 336-ჯერ
    რეკლამა