დღის ახალი ამბები

თბილისში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი



თბი­ლის­ში, 27 წლის ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე, ჩინ­გიზ მუ­სა­დი­ლი­ო­ვი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.


ის ბო­ლოს 4 აგ­ვის­ტოს ღა­მით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­თან ნა­ხეს, რის შემ­დე­გაც მას­თან კავ­ში­რი შე­წყდა. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს.6 აგ­ვის­ტოს მე­დი­ამ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყა­ზა­ხე­თის სა­ელ­ჩო­მაც და­ა­დას­ტუ­რა.


რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს „ეხო კავ­კა­ზას“, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ეს მუხ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ცხე­დარს ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.


წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­სა­დი­ლი­ო­ვი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.


გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვი, ყა­ზა­ხე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კრივ­ში. მეტ­სა­ხე­ლად „პან­დას“, ათზე მეტი ბრძო­ლა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ რინგზე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ნო­კა­უ­ტით და­ას­რუ­ლა. სე­რიკ­მა ინ­სტაგ­რა­მის სთო­რი­ში და­წე­რა: „დაე, შენი სული სა­მო­თხე­ში მოხ­ვდეს, ძმაო.“


წყარო: palitravideo.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 4 770-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    2. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    3. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    4. "ხალხი კრიშტიანუს აკრიტიკებს, მაგრამ..." - გაირკვა მიზეზი, რის გამოც რონალდუ ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
    5. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    რეკლამა