წასვლიდან სამი წლის შემდეგ თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ დასაბრუნებლად ემზადება, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Sigmalive-ი ავრცელებს.
„თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ბრუნდება. კლუბის პრეზიდენტმა, კირიაკოს პრასტიტისმა და ქეცბაიამ შეთანხმებას მიაღწიეს.
ბოლო ინფორმაციით, სპეციალისტმა მოთხოვნილ გარანტიებზე დადებითი პასუხი მიიღო და მზადაა, გუნდი მესამედ ჩაიბაროს. საზოგადოება თავიდანვე მიესალმა ქეცბაიას დაბრუნებას, ხოლო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმება შემდგარიყო.
„ანორთოსისი“ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში მეცხრე გუნდი იქნება. პირველად მან ფამაგუსტის გუნდში ხუთ წელზე მეტი გაატარა, შემდეგ კი ხუთი წელი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქეცბაია „ანორთოსისს“ სეზონის შუაში ჩაიბარებს“, – წერს Sigmalive-ი.
წყარო: 1tv.Ge - Sport



