პსჟ-ის ქართველმა შემტევმა ოსერთან მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და ბარსელონას წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა.
ლუის ენრიკემ პსჟ-ოსერის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებაც ისაუბრა, თუმცა კონკრეტული და დამაიმედებელი ვერაფერი თქვა. 24 წლის ქართველმა შემტევმა პირველ ტაიმში მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი იტკინა და შესვენების შემდეგ მისი ადგილი მოედანზე ბრედლი ბარკოლამ დაიკავა.
პარიზელებმა ოსერს ილია ზაბარნისა და ლუკას ბერალდოს გოლებით აჯობეს (2:0), კვარამ კი დაზიანება, სავარაუდოდ, თამაშის 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ სტუმართა მცველმა მარვენ სენაიამ იუხეშა.
პარი სენ-ჟერმენს 1-ელ ოქტომბერს სტუმრად ბარელონასთან ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის ჩატარება უწევს, ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს კი სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. ოსერთან თამაშში ტრავმის გამო შესცცლელი გახდა ვიტინიაც, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებების გამო მატჩის განაცხადში არ იყვნენ: უსმან დემბელე, დეზირე დუე, მარკინიოსი, ჟოაო ნევეში და ფაბიან რუსისი.
“ვიტინიას და კვარაცხელიას ტრავმების სიმძიმის შესახებ ახლა ვერაფერს ვიტყვი და ეს ბუნებრივია. უნდა დეველოდოთ გამოკვლევას, რომელიც ხვალ ან ზეგ ჩატარდება. გრაფიკი დაძაბული არამხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთელებისთვისაა. ყველა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია. უნდა შევინარჩონოთ სიმშვიდე, სირთულეები კი გუნდურობითა და გულშემატკივრების დახმარებით უნდა დავძლიოთ. თამაშისთვის მზად არიან ჩვენი ახალგაზრდებიც და ეს კარგია გუნდში განწობისთვის”, - თქვა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ.
წყარო: ge.betsson.sport



