ტრავმის გამო მადრიდის „რეალს“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე გამოაკლდა, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კილიან მბაპე ბოლო პერიოდის განმავლობაში მუხლის იოგების ტრავმით, ტკივილის ფონზე თამაშობდა.
მბაპე დიდხანს ცდილობდა ტკივილის ატანას, თუმცა მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. საბოლოოდ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, დროებით შეეწყვიტა თამაში და სრულფასოვანი მკურნალობა დაეწყო.
ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენ ხანს ვერ ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ის, სავარაუდოდ, სამ ან ოთხ კვირას გამოტოვებს. რეაბილიტაციის დეტალურ გეგმა კლუბი და ფეხბურთელი უახლოეს დღეებში განსაზღვრავენ.
2025 წელს მბაპემ, ყველა ტურნირის ეგიდით, 59 გოლი გაიტანა – ამ მაჩვენებლით მან კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ანალოგიური მაჩვენებელი „რეალის“ მაისურით 2013 წელს დააფიქსირა.
წყარო: 1tv.ge-sport
