L'Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა ალჟირში, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად €2,000,000 გაიღო.
როგორც ცნობილია, საზარელ ხანძარს 90 ადამიანი შეეწირა, ათასობით მოსახლემ კი საცხოვრებელი სახლი დაკარგა. Shoot Africa-ს ცნობით, ცეცხლი ალჟირის 18 ოლქს მოედო, რისი ჩაქრობაც 3 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
ფრანგული წყარო წერს, რომ ზიდანის წინაპრები ჩრდილოეთ ალჟირიდან იყვნენ - ხანძარს სწორედ ხსენებული მხარე ემსხვერპლა.
ზინედინმა 2 მილიონი ევროს ოდენობის თანხა საკუთარი ფონდიდან გადარიცხა, რაც ადგილობრივ ასოციაციებს, დაზარალებულების დასახმარებლად გადაეცათ.
ზიდანმა ალჟირში ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 2 მილიონი ევრო გაიღო
გაზიარება
მოინახულეს 2 063-ჯერ
კომენტარები

19-06-2022 08:06
193
ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი
ვრცლად

09-06-2022 11:20
613
რა რეაქცია ჰქონდა არაბ კომენტატორს, როდესაც კადრში მოხვედრილი ქალი დაინახა
ვრცლად

08-05-2022 10:41
271
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 284
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად