სულ რაღაც სამი თვის წინ ლეგენდარული სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეორე შვილის მამა გახდა. ამ სასიხარულო ამბავში მოულოდნელი ის აღმოჩნდა, რომ ქართველ სპორტსმენს შვილი ქართველი მეულისგან კი არა, იაპონელი ქალისგან შეეძინა. გაირკვა, რომ ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს დაშორებული ყოფილა და რამდენიმე წელიწადია იაპონელ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს. არადა, ლევან გორგაძემ ძეგველ გოგონაზე 7 წლის წინ იქორწინა.
„ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა... სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე - ანასტასიაზე არ მაქვს ამხელა ამაგი... მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი - მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ მის აღზრდაში... ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა.
ხარებას დედა იაპონელია. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე - თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა“, - განუცხადა ტოჩინოშინმა "კვირის პალიტრას".
ტოჩინიშინმა 2016 წელს იქორწინა გოგონაზე, რომელიც მისი სკოლელი იყო. ორივენი ძეგვში სწავლობდნენ.
„მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადავწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყვანე იაპონიაში, ქორწილი ტოკიოში გადავიხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...", - განაცხადა მაშინ ქართველმა სპორტსმენმა.
წყარო: stily.ge
როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს და ვისგან შეეძინა მეორე შვილი, რომელსაც იაპონიაში პაპის სახელი დაარქვა?
18-08-2023, 23:13
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად