აჩი არველაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დავით გორგილაძის გადაცემას "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრობდა. სპორტსმენმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, რატომ თქვა პოლიტიკაში მოსვლაზე უარი და ვინ არის ადამიანი, რომელმაც მის თორმეტწლიან საფეხბურთო კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
პოლიტიკაზე...
- როგორც კი მე პოლიტიკურ მოედანზე შევალ, მარტივად რომ ვთქვათ, ხაზს ვუსვამ 50%-ს იმ ადამიანების, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოეწონება. მე ვერ გავცვლი ამას პოლიტიკაზე, ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს, რომ წავიდე პოლიტიკაში. მქონია შემოთავაზება, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვყოფილიყავი, ჩემს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ისეთი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, რომ უპრობლემოდ მოვიგებდი. პირველივე შეგრძნება რაც მქონდა, ის იყო, რომ თინა ათასი კილომეტრით მჯობია იმ ყველაფერში, რაშიც ვეჯიბრებოდი. და იმის გამო, რომ საშუალება მქონდა საარჩევნოდ პარტიას შევეფუთე და ვიტრინაში გამოვეჩინე, ამაზე არ უნდა წავსულიყავი... ამიტომაც არ დავთანხმდი.
ლექსები
- მიყვარხარ, ვგიჟდები, გამოხატვის ასეთი მიმართვები არ მაქვს. ჩვენ დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, ჩავასწორებდი. მერე შოთის წავაკითხებდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი. ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით. ჩემ მეუღლეს თინის დღემდე შენახული აქვს.
პოკერზე
- ცოტა კარგი მამაც შემიძლია ვიყო, ცოტა კარგი მეუღლეც, უფრო ყურადღებიანიც. ყველაფერი ვარ ცოტ-ცოტა, აზარტულიც ვარ, კარტის თამაშიც მიყვარს და კაზინოშიც მითამაშია ძალიან ხშირად. განსაკუთრებულად როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. არასოდეს ვყოფილვარ ძალიან დამოკიდებული. მე თუ წავედი კაზინოში სათამაშოდ, იმას არ ნიშნავს, რომ მთელ ქონებას წავაგებ. რესტორანში წასვლასავით არის. ეს ჩემ ცოლთან ერთადაც ხდება და ჩემ მეგობრებთან ერთადაც. ჩემი გადამკიდე და ჩემი ჯანმრთელობის, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ის 12 წელი ჩემი ტრამვირებული ფეხით მეთამაშა. არაფერი არ მეხებოდა, გარდა იმისა, ადექი, წამალი დალიე, მერე ყინულში ჩაწექი ორი საათი. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, - ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
ფილმი არველაძეებზე...
- ალბათ, მაინც ემირ კუსტურიცას გადავაღებინებდი არველაძეებზე ფილმს. მას აქვს თავისი დეგენერატობები, მაგრამ სახასიათო ფილმი ასეთ ტიპს უფრო მოუხდება. ვატოს (რეზი არველაძის შვილი) ვათამაშებდი რეზის ან შოთის როლს, ფეხბურთელია. შოთის შვილიც ჩემ შვილთან შედარებით უკეთ თამაშობს, მაგრამ ვატოსთან შედარებით - ვერა. შოთის ორი ბიჭი ჰყავს, მაგრამ ნიკა არ თამაშობს. ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს - ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს.
წყარო: ambebi.ge
"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?
27-05-2022, 09:00
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად