![](https://sport24.ge/uploads/posts/2024-07/1721940853_438158349_995193688901880_5091208989344057033_n.jpg)
სოციალურ ქსელში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაცია გავრცელდა. ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ ჩოგბურთელი წლების წინ ერთ მეცხრე კლასელ ბავშვს დაეხმარა, რომელსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.
„მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა! ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს.ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს! მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…
როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე, ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი ბავშვს რომ უშველა“ – წერს ლელა რაზიკაშვილი.
![გიორგი კვერნაძემ "ბარისთან" ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO) გიორგი კვერნაძემ "ბარისთან" ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO)](/uploads/posts/2024-07/1721894247_i_66025ac49421e8d51d01f9d5bb8a4e3a_1721843101166978_0.jpg)
![„დას სილამაზით არ ჩამოუვარდება“ - ვინ არის გიორგი მამარდაშვილის ცოლის და, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობის გამო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა „დას სილამაზით არ ჩამოუვარდება“ - ვინ არის გიორგი მამარდაშვილის ცოლის და, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობის გამო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა](/uploads/posts/2024-07/1721815757_khatia-epitashvili_o_h-3.jpeg)
![”უშეცდომო კვარა”– რა ვიდეოს აქვეყნებს UEFA -ს ფეისბუქ-გვერდი? ”უშეცდომო კვარა”– რა ვიდეოს აქვეყნებს UEFA -ს ფეისბუქ-გვერდი?](/uploads/posts/2024-07/1721760487_9cb95640-4919-11ef-8fec-25aef3e25baf.jpg)
![გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს](/uploads/posts/2024-07/1721747172_u21-tsita-1686921560.jpg)