დღის ახალი ამბები

"ილია თოფურია ჩემთვის ძალიან პატარაა, ქართველს მაგრად ვცემ და შემდეგ თავის ქვეყანაში დავაბრუნებ" - კონორ მაკრეგორი

"ილია თოფურია ჩემთვის ძალიან პატარაა, ქართველს მაგრად ვცემ და შემდეგ თავის ქვეყანაში დავაბრუნებ" - კონორ მაკრეგორი
22-07-2024, 12:24



ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ესპანურ მედიას ილია თოფურიას შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხი გასცა.


კონორ მაკგრეგორმა შიშველი მუშტებით ჩხუბის ორგანიზაცია BKFC შეიძინა და ესპანეთში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან იმ მებრძოლებზე ისაუბრა, რომლებიც 12 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის ღონისძიებაზე იჩხუბებენ. კონორს მედიამ კითხვები UFC-ის შესახებაც დაუსვა და მას ასევე ჰკითხეს, იჩხუბებდა თუ არა ილია თოფურიასთან შიშველი მუშტებით.


''UFC-სთან კიდევ ორი ბრძოლა მაკავშირებს, ამ კონტრაქტის შემდეგ, ამ ორგანიზაციაში აუცილებლად ვიჩხუბებ. თქვენ იცით, რომ ილია ესპანელიცაა და ქართველიც. ის ცუდი არაა, ბოქსის კარგი სტილი აქვს. ის ამ ორგანიზაციაშიც კარგად იჩხუბებს. ის UFC-ს მოქმედი ჩემპიონია. მე დიდი პერსონა ვარ, რომ ილიას შემადარონ, მაგრამ ილია ცუდი არაა. ილიას რომ თავში მოვარტყა, ეს პრობლემა არ იქნება. მას საქართველოში დავაბრუნებ'', - განაცხადა მაკგრეგორმა.


ორგანიზაცია BKFC 2018 წელს ფლორიდაში დაარსდა. კონორი ამ ორგანიზაციის ახალი მფლობელია, მან ორგანიზაციის წილი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი ჯერ კიდევ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ სურდა და მას სანტიაგო ბერნაბეუზე დაპირისპირებას სთავაზობდა.


წყარო: europop.ge





ილია თოფურია თოფურია კონორ მაკრეგორი მაკგრეგორი
გაზიარება
მოინახულეს 354-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ საუბრობს
  2. რას წერს ესპანური პრესა ილია თოფურიას რჩეულის შესახებ – “აი ასეთი მაგარი გოგო ჰყავს გვერდით”
  3. „ვილიარეალმა“ ქართველი მეკარე აიყვანა - 16 წლის დავით ღვარძელაშვილმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  4. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
  5. კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
რეკლამა