დღის ახალი ამბები

"საწყენია და სამარცხვინოა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება" - რას ამბობს გიორგი ცინცაძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე იმყოფება

"საწყენია და სამარცხვინოა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება" - რას ამბობს გიორგი ცინცაძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე იმყოფება



მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, კახი კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა ვე­ტე­რა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ცინ­ცა­ძეც. "ყვე­ლამ რომ თა­ვის საქ­მე აკე­თოს, მა­გი­ტომ ვდგა­ვარ აქ, ზუს­ტად მა­გა­ზე შემ­ტკი­ვა გული, რომ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავ", - აცხა­დებს ცინ­ცა­ძე "ტვ პირ­ველ­თან"


“კახი კა­ლა­ძე­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, მაგ­რამ რაც გუ­შინ ხდე­ბო­და, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ეგ არის და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი.


უბ­რა­ლოდ, სა­წყე­ნია და სა­მარ­ცხვი­ნოა, რაც ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ის­გან ერთ მეტრში ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლი და რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა - ეს სა­წყე­ნიც არის, სა­ში­შიც არის და ეს არ არის, ვინ ვისი მომ­ხრეა, უბ­რა­ლოდ სა­ში­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი და კარ­გი არაფ­რით არ დამ­თავ­რდე­ბა, ჩემი აზ­რით.


ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ვის­კენ არის, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე უნდა გა­ა­კე­თოს - პო­ლი­ცი­ა­მაც, სა­სა­მარ­თლო­მაც, პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც, სპორ­ტსმე­ნებ­მაც.

ყვე­ლამ რომ თა­ვის საქ­მე აკე­თოს, მა­გი­ტომ ვდგა­ვარ აქ, ზუს­ტად მა­გა­ზე შემ­ტკი­ვა გული, რომ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ცინ­ცა­ძემ.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 153-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    2. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    3. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    4. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"
    5. "კვარა" უნივერსალურია... მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, რაც აქ მოვედი" - რა თქვეს ლუის ენრიკემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამარჯვების შემდეგ
    რეკლამა