დღის ახალი ამბები

ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ

ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ



მსოფ­ლიო სპორ­ტის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი მო­ექ­ცნენ. წყვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მა­გა­ლი­თად ით­ვლე­ბო­და, მწვა­ვე სა­მარ­თლებ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბა­შია. ეს­პა­ნუ­რი მე­დია და Yahoo Sports-ი სენ­სა­ცი­ურ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც შან­ტაჟს, ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო და­ვას მო­ი­ცავს.

ჯორ­ჯი­ნას ად­ვო­კა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია: “ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა“

მას შემ­დეგ, რაც ილია თო­ფუ­რი­ამ სა­ჯა­როდ მი­ა­ნიშ­ნა შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ზე, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ დუ­მი­ლი და­არ­ღვია. გა­მო­ცე­მა La Otra Crónica-სთვის გაგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში, ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ, მათი სი­ტყვე­ბი ზუს­ტად ისე იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი, რო­გორც წე­რია და არ მოხ­დეს მათი ინ­ტერპრე­ტა­ცია.

“იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა და რომ­ლებ­საც აქვთ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა:

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც არის მკაც­რად პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ხა­სი­ა­თის და რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვანს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით – ჩვენს კლი­ენ­ტსა და ილია თო­ფუ­რი­ას სა­ერ­თო შვილ­ზე ზრუნ­ვის გამო – ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა აირ­ჩია გზა, რომ არ გა­ა­კე­თოს არა­ნა­ი­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა თავი აა­რი­დონ სპე­კუ­ლა­ცი­ებს ან პა­რა­ლე­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­წყო­ბას და გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მი­მართ.“

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მკა­ფიო გზავ­ნი­ლი იკი­თხე­ბა:

პირ­ველ რიგ­ში, დაც­ვის მხა­რე თო­ფუ­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ პირ­და­პირ უწო­დებს „ცი­ლისმწა­მებ­ლურს“ და სი­მარ­თლეს­თან შე­უ­სა­ბა­მოს; ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯორ­ჯი­ნას დუ­მი­ლი არა არ­გუ­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, არა­მედ მხო­ლოდ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა; სა­ბო­ლო­ოდ კი, ად­ვო­კა­ტე­ბი მე­დი­ას მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ისი­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, არა­მედ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით აპი­რე­ბენ.


წყარო : Ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 370-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ქაოსი კარიერის პიკზე: ილია თოფურიას მეუღლის სარჩელი განქორწინებაზე, ვახშამი ევა ლონგორიასთან და ჩემპიონის ქონების გაურკვეველი ბედი - რას წერს მედია
    2. ილია თოფურიას დედა მისი შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
    3. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    4. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    5. როგორ ცდილობს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი, ქართველი ჩემპიონი გენდერული ძალადობის შარში გახვიოს? - რას წერს ესპანური პრესა
    რეკლამა