განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ. ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონი არ უარყოფს, რომ ჩხუბისა და მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეობდა. ის 27 წლის ბიჭის მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
ზვიადაური ამტკიცებს, რომ ნიკა კენჭოშვილი განუწყვეტლივ ისროდა და ის იძულებული გახდა, იარაღი აეღო და გაესროლა.
"ქართული ოცნების" მერვე მოწვევის დეპუტატი, ირწმუნება, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლეს მის ძმას, ზვიად ზვიადაურს. რაც შეეხება მუხიანის ტყეში ასვლის მოტივს ზურაბ ზვიადაური აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იყო ძმა განსაცდელისგან დაეხსნა.
ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს.
ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოქმედებდა მართლზომიერად. თავდამსხმელი კი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა. ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. ცდილობდა, თავისი ძმა გამოეყვანა ადგილიდან, შარს აერიდებინა, თუმცა ვერ მიუსწრო, იმიტომ რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა იარაღს"- აცხადებს ადვოკატი.
ტვ პირველმა ასევე გაარკვია, რომ გამოძიებამ უკვე გამოკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც დაჭრილია და ამ დრომდე საავადმყოფოშია. მას ჩვენება პალატაში ჩამოართვეს. სავარაუდოდ დღესვე პირველად საჯაროდ გამოჩნდება ზურაბ ზვიადაური, რომლის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, ბრალის ოფიციალურად გაცნობის შემდეგ ჩაინიშნება.
წყარო: tvpirveli.ge
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად