დღეს ადვოკატები ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ.
ციხიდან ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა დაკავებული ჩემპიონის წერილი გამოიტანეს. ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენს გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს იმიტომ, რომ არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.
დღესვე, ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
წყარო: resonancedaily.com
წერილი ციხიდან - რას წერს ზურაბ ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს?
20-08-2021, 19:40
კომენტარები
21-11-2024 22:57
2
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 211
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
427
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 861
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად