თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ძიუდოისტი გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა. ამ ამბავს გამოეხმაურა ქეთევან კენჭოშვილი და საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა.
„აქამდე არ ვიცოდი, ადამიანის უკნიდან მიპართვით, მიბჯენით სროლა თუ აუცილებელი მოგერიებით და თავდაცვის მიზნით სროლა იყო. ეჰ, ზვიადაურო, ზვიადაურო აქაურ სამართალს გაგაქციეს, გაგარიდეს, თბილ სახლში გამოგაზამთრებინებენ, როგორც დათვი იზამთრებს თავის ბუნაგში. თუმცა... თუმცა, სინდისი თუ შეგრჩა, ის არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს. საკითხავია, შეგრჩა კი? თავდაცვის მიზნით ნამდვილად ისროლა ნიკამ, მაგრამ მას სამართლიანად სასჯელის მოხდის უფლება არ მიეცი, შენ კი სასჯელს დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექეცი... ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი სამართლიანობის ტრიუმფი არ უნდა გაგვიკვირდეს.
პ.ს. ფბ-ს აღარ მოვიხმარ, დღეს მთელი დღე ინტერნეტიც გათიშული მქონდა. ახლა კი, როდესაც ინტერნეტი ჩავრთე მესიჯები დამხვდა, ადამიანები მისამძიმრებდნენ ამ უსამართლობას.
პ.პ.ს. ნიკა ძალიან, ძალიან გვენატრები და გვიყვარხარ მე დაგპირდი, ყოველთვის ღიმილით გაგიხსენებ", - წერს კენჭოშვილი.
წყარო: „digest.pia.ge"
„სასჯელს დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექეცი. ეჰ, ზვიადაურო, ზვიადაურო, ის არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს!“
30-11-2021, 12:38
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად