მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ - მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით, იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. თავად მარიამი ამბობს, რომ - 8-9 წელია, რაც თმას იპარსავს და ამას თავისი მიზეზი აქვს:
"ხშირად აინტერესებთ, რატომ ვირჩევ ამ ფორმას, ზოგჯერ ჰეითიც მოდის. ძალიან ცუდი და დაუმორჩილებელი თმა მაქვს. ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გადამეპარსა, ეს იმიჯი კარგად მოვირგე. დაახლოებით 5 წელია, სხვადასხვა ბრენდის წარწერებს ვიკეთებ, მაქვს კომერციული შემოთავაზებები და ჩემს თავს ვიყენებ, როგორც რეკლამის საშუალებას. "პინტერესტის" მეშვეობით უცხოურ სალონებზე ვმუშაობ, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აზიარებენ. რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აუცილებლად გავიკეთებდი მეუღლის მხარდასაჭერ წარწერას, მისი გვარი დავიწერე და უკვე სამი თვეა, ეს ფორმა მაქვს შერჩეული. ძალიან ვამაყობ და მომწონს.
ჩემს მშობლებს ხშირად ეუბნებოდნენ, - შენს შვილს მიხედე, თმა როგორ აქვსო. მშობლები პასუხობდნენ, ჩემი შვილი კარგად იქცევა, ვინმეს ცუდს თუ გაუკეთებს, ბოროტებას თუ ჩაიდენს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და მითხრათ, მისი ვიზუალი კი მისი პირადი საქმეაო", - განაცხადა მარიამ მუმლაძემ.
ლაშა გურული კი ამბობს, რომ ინტერნეტსივრცეში მათზე რა ფოტოები თუ ინფორმაციაც დევს, გამოხმაურებების 95% არის დადებითი და პოზიტიური, 3% კი ძალიან არაადეკვატური შეფასებაა.
"წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. არავის შესაფასებელი არავინ არის, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველამ თავი უნდა შეიკავოს. როცა ცნობილი ხდები, ამას თან ახლავს ცოტა ჰეითი, მაგათ არ უნდა აჰყვე, მაგრამ ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს.
ჩემზე დაწერილი რაღაც შეიძლება კიდევ გავატარო, მაგრამ მარიამზე რომ რამეს არასწორად დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. ყველა სიტყვას და ქმედებას სჭირდება ახსნა, განმარტება. მქონდა შემთხვევა, რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც დავურეკე. ყველამ თავი იმართლა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა აიღო ტელეფონი და მან დაწერაო. შენს დაიკოზე, შენს დედიკოზე მსგავსი რამ ვინმემ რომ დაწეროს, რას იზამ-მეთქი? ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ", - განუცხადა ჟურნალ "გზას" მოკრივემ.
წყარო: "გზა"
"წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? მარიამზე რამეს არასწორად რომ დაწერენ, არ გავატარებ, რამდენიმეს დავურეკე..." - ვინ არის ოლიმპიადის პრიზიორის ლაშა გურულის მეუღლე და რატომ მიიპყრო ზედმეტი ყურადღება წყვილმა?
2-09-2024, 08:54
კომენტარები
24-11-2024 08:57
0
სანიოლი: მნიშვნელოვანია სად მივდივართ - ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა
ვრცლად
24-11-2024 08:11
158
ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას
ვრცლად
24-11-2024 08:04
60
„საქართველოს ნაკრების ფორმა მეცვა, უკრაინის ნაკრებთან დამაყენეს, მაგრამ საქართველოს ჰიმნი რომ დაიწყო, გულზე ხელი შემოვირტყი და დავიწყე ჰიმნის შესრულება“ – რა ამბავს იხსენებს პატარა გოგონა საქართველო-უკრაინის მატჩიდან ?
ვრცლად
22-11-2024 23:04
6 309
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად