დღის ახალი ამბები

რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში საქართველოს წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში საქართველოს წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
27-11-2021, 19:06

საქართველოს წარმომადგენელმა, 26 წლის მორის ყვითელაშვილმა სოჭში გამართულ ტურნირზე ფიგურულ სრიალში პირველი ადგილი აიღო.  ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება. 

კაცებს შორის პროგრამაში ყვითელაშვილმა ორი ტურის ჯამში  170,96 ქულა მოიპოვა, რამაც პირველი ადგილის დაკავების შესაძლებლობა მისცა. მეორე ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი, ხოლო მესამეზე - იაპონელი მოციგურავე გავიდა.

ყვითელაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო. 
„ეს შესანიშნავი ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი გამომივიდა, ძალიან მოვინდომე. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ჩემს მშობლებს, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას, საქართველოს სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს. მესმის თუ არა, რომ საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში შევედი? ალბათ ჯერ არა. მერე ალბათ მოგვიანებით ვიგრძნობ ამას“ - განაცხადა ყვითელაშვილმა.

მორის ყვითელაშვილი პეკინის  ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საქართველოს 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ოთხი ლიცენზია აქვს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. 
 
წყარო: pia.ge




გაზიარება
მოინახულეს 3 084-ჯერ
კომენტარები
რეკლამა