დღის ახალი ამბები

"ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრე ვხდებით" - დიდი გამარჯვება, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარს მიეძღვნა: 18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

"ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრე ვხდებით" - დიდი გამარჯვება, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარს მიეძღვნა: 18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია


Today, 06:37

ზაგ­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში ვახ­ტანგ ლო­ლუ­ამ (55 კგ) ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.


ლო­ლუ­ამ ას­პა­რე­ზო­ბა მერ­ვე­დფი­ნა­ლი­დან და­ი­წყო, ფი­ნა­ლამ­დე ჩი­ნე­ლი ხუ­ო­ინ ში, რუ­მი­ნე­ლი დე­ნის ფლო­რინ მი­ხაი და თურ­ქი მუ­ხა­მედ ჩა­ქი­რი და­ა­მარ­ცხა, გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში კი ირა­ნელ ახ­მად ბა­ლუ­ტაკს 9:7 სძლია.


18 წლის ვახ­ტანგ ლო­ლუა წარ­მო­შო­ბით ხო­ბი­დან არის. სწო­რედ იმ ქა­ლა­ქი­დან, სა­ი­და­ნაც ნუგ­ზარ წურ­წუ­მია იყო. ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს 2019 წელს სწო­რედ წურ­წუ­მი­ამ მი­აღ­წია და სა­ქარ­თვე­ლოს ოქრო მო­უ­ტა­ნა. მას შემ­დეგ, 6 წე­ლია ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი არ გვყო­ლია.


"ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი 18 წლის, ვახ­ტან ლო­ლუა! სა­დე­ბი­უ­ტო მსოფ­ლიო! მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი! იგი­ვე ქა­ლა­ქი­დან, იგი­ვე სა­ჭი­დაო სკო­ლი­დან - ნუ­გოს­თვის იყო ეს! პირ­ვე­ლი ზარი ამაყ დე­დას­თან... ემო­ცი­ის გა­რე­შე ამ სი­ხა­რუ­ლის, სი­ა­მა­ყის და გა­მარ­ჯვე­ბის ყუ­რე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბის მომსწრე ვხდე­ბით... მად­ლო­ბა ვახო ამ ემო­ცი­ის­თვის" - წე­რენ ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ონ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


ჩემ­პი­ონ­მა გა­მარ­ჯვე­ბა და­ღუ­პულ მე­გო­ბარს ნუგ­ზარ წურ­წუ­მი­ას მი­უ­ძღვნა:


"ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, შრო­მა და­მი­ფას­და, მად­ლო­ბა მწვრთნე­ლებს, ექი­მებს, ფე­დე­რა­ცი­ას და გულ­შე­მატ­კი­ვარს. კარგ სპორ­ტსმენ­თან მო­მი­წია ფი­ნალ­ში შეხ­ვედ­რა, კარ­გი ბი­ჭია და რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, როცა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლაა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩადო, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩახ­ვი­დე შენს ქვე­ყა­ნა­ში. მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვეც­დე­ბი, შრო­მას არ და­ვაკ­ლებ, რომ შემ­დეგ ას­პა­რე­ზო­ბებ­ზეც გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს ქვე­ყა­ნას. პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ვა­კე­თებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლი­სას, ნუგ­ზარ წურ­წუ­მი­ას საფ­ლავ­ზე ავი­ტან ამ ქა­მარს" - თქვა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ 18 წლის ლო­ლუ­ამ.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 733-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ფსიქოლოგი მეუღლე, რომელიც მუდამ ჩემპიონის გვერდითაა და მძიმე ტრავმის შემდეგ მოსული უამრავი გამარჯვება - როგორია გურამ თუშიშვილის ცხოვრება ტატამს მიღმა
    2. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    3. "მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ატელეტიკოსთან" მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?
    4. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    5. ვინ არის მკლავჭიდელი ქალი, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - ცნობილი ვიდეო ჩემპიონატიდან და საარქივო ინტერვიუ ხატია ვიბლიანთან
    რეკლამა