დღის ახალი ამბები

"რუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძე

"რუსი  სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძე
17-08-2023, 10:29

რუსულმა "იზვესტიამ" ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანიც ქართულმა სპორტულმა გამოცემამ sportall.ge-მ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან: 

გამო დატოვა, რომ ქართული საზოგადოებისგან ზეწოლას განიცდიდა. ქართველ ფეხბურთელებს ახლა რუსეთში წასვლა შეუძლიათ? დაგმობენ მათ თუ რუსეთში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ?

-ჩვენ სპორტსმენები ვართ და ვცდილობთ არ ჩავერთოთ პოლიტიკაში. ეს ლოგიკურია - მაგალითად, სპორტსმენი ვარ და სადაც უკეთესი პირობებია, იქ გავაგრძელებ კარიერას. ადრე, როცა ვთამაშობდი, საზღვარგარეთ წასვლა შეუძლებელი იყო, ახლა კი ყველა კარი ღიაა.

მიიღებთ უამრავ მოწვევას და უბრალოდ სასურველი ვარიანტი უნდა აირჩიო... სსრკ-ში ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ახლა ახალგაზრდებს აქვთ ასეთი შანსი და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ. საქართველოსთვისაც კარგია, როცა ახალგაზრდა ბიჭები გამოცდილებას საზღვარგარეთ იძენენ, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, გამოცდილებას აქ უზიარებენ.

-რას ფიქრობთ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოკვეთაზე საერთაშორისო ტურნირებიდან?

-ასეთი რაღაცების წინააღმდეგი ვარ! სპორტსმენი არ არის პოლიტიკოსი! მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ ტურნირსა და შეჯიბრებაში მონაწილეობა. სპორტსმენების უფლებები არ უნდა დაირღვეს ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების გამო. ყოველ შემთხვევაში, მე სპორტსმენების მხარეს ვარ.

-შესაძლებელია რომ საქართველოს და რუსეთს შორის ისევ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ერთად ყოფნის დროს იყო?

-პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. პირველ რიგში საჭიროა ჩვენს შორის კავშირები ისე დალაგდეს როგორც ადრე იყო. მე პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ როგორც სპორტსმენი ვიტყვი რომ ამ ყველაფრის დაწყება სპორტიდან შეიძლება, სპორტული ტრადიციებიდან. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთბები.

სრულად ინტერვიუ იხილეთ sportall.ge-ზე




გაზიარება
მოინახულეს 3 601-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. ზინედინ ზიდანის წერილი გულშემატკივრებს! - ფრანგმა წასვლის მიზეზები ახსნა
რეკლამა