დღის ახალი ამბები

"მიქაუტაძის ბრალია, რომ "აიაქსში" არაფერი გამოუვიდა" - თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი

"მიქაუტაძის ბრალია, რომ "აიაქსში" არაფერი გამოუვიდა" - თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი
13-07-2024, 10:46



„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან'ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს კლუბში ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომ აქ ცუდად ექცევიან, მე კი ვფიქრობ, ეს სრული სისულელეა.
ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგისროგორც იქნა ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია. არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი.

წყარო: sportall.ge





გიორგი მიქაუტაძე მიქაუტაძე აიაქსი giorgi mikautadze mikautadze
გაზიარება
მოინახულეს 482-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა