დღის ახალი ამბები

ვინ არის ბიჭი, რომელსაც "ზუგდიდელ მარადონად" მოიხსენიებენ?!

ვინ არის ბიჭი, რომელსაც "ზუგდიდელ მარადონად" მოიხსენიებენ?!
9-09-2024, 10:17

ნდრია ქადარია 2006 წელს დაიბადა და სახელი 2018 წელს, კოკა-კოლას თასზე გაითქვა, სადაც 2-3 წლით უფროსებთან, კერძოდ, ლუკა გაგნიძესთან და საბა ხვადაგიანთან ერთად მონაწილეობდა, "ტურნირის აღმოჩენად" დაასახელეს!

"ლოკომოტივში" 7 წელი თამაშობდა, შემდეგ კი გასულ წელს მოწვევა იტალიიდან, კერძოდ ლივორნოდან მიუვიდა. წავიდა, კარგადაც ითამაშა, იქაური ენაც სათამაშო დონეზე ესმოდა და მწვრთნელებსაც თავი მოაწონა: ამხანაგურ თამაშებში 90 წუთს ათამაშებდა მწვრთნელი, თუმცა იურიდიული პრობლემებისა და არაევროკავშირელობის გამო დიდ გუნდში ვერ ჩაირიცხებოდა. ანდრიას, როგორც თავად ამბობს, ძალიან მოსწონდა იქაური ვარჯიშები, კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო, თავს ფეხბურთელად გრძნობდა და ჩანდა პოტენციალი გაზრდისა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აუცილებელი გახლდათ და "გაგრაში" ჩარიცხვა მოასწრო.

იმედოვნებს, რომ მოახერხებს საბუთების პრობლების მოგვარებას, გაგრაში ფორმის აღდგენასა და იტალიაში დაბრუნებას!

სრულად წაკითხვა




გაზიარება
მოინახულეს 3 361-ჯერ
კომენტარები
რეკლამა