საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ოლომოუცის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ და „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი იმყოფებოდა და ჩეხეთთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„სასიამოვნო იყო, როცა ჩეხებთან პირველი თამაში დამაჯერებლად მოვიგეთ. მაგრამ ხვალ სრულიად განსხვავებული ვითარება იქნება. ეს შეხვედრა მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის.
რა თქმა უნდა, უპირველესად, საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. ჩეხებს ის დაეხმარება, რომ მასპინძლები არიან, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები.
სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპამდე მოვედით, გამარჯვებით ჯგუფის მოგება შეგვიძლია. ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და იმედი მაქვს, ამ თამაშსაც წარმატებით დავასრულებთ.
ხვალ საქართველოსთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მინდა, ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატიასთან წარმატება ვუსურვო. იმედია, ორივე თამაში კარგად დასრულდება და ყველა ვიზეიმებთ. გულშემატკივრისგან დიდი სითბო იგრძნობა, ეს ფეხბურთელებისთვის ორმაგი სტიმული და მოტივაციაა“, – თქვა ლუკა ლოჩოშვილმა.
წყარო: tia.ge
ჩეხები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები - ლუკა ლოჩოშვილი
19-11-2024, 07:50
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად