დღის ახალი ამბები

"ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ეძღვნება ბებოს და დედას!" - ვინ არის ქართველი მოცურავე, რომელმაც დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა

"ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ეძღვნება ბებოს და დედას!" - ვინ არის ქართველი მოცურავე, რომელმაც დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა
2-03-2024, 12:01

საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში, 800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი შედეგია 8:17.65 და ამ შედეგით მან 750 ქულა მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

„ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ეძღვნება ბებოს და დედას! მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი “, – წერს ირაკლი რევიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლის ეკუთვნის მოკლე წყალზე(25 მეტრიანი აუზი) მსოფლიოს რეკორდები 400-800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ევროპის რეკორდი, ამავე სტილით, 200-მეტრიან დისტანციაზე.

ირაკლი რევიშვილი, 28 თებერვალს, 400 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაშიც , ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი დაამაყარა.

"400მ თავისუფალი სტილი, ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ეძღვნება, ჩემპიონ მამას და ასევე ბალოს, სულ, რომ გვეძახის ეს რა ბიჭები გაგვიზრდიაო!" - წერს სპორტსმენი.




გაზიარება
მოინახულეს 514-ჯერ
კომენტარები
რეკლამა